Wednesday, July 13, 2011


1.პროექტის სახელწოდება:დედამიწა–ჩვენი სახლია

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:გეზათის საჯარო სკოლის მახლობლად,მდ.ნოღელას მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ნაგვისაგან,მოსახლეობის ინფორმირება და ეკოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბება

3.პროეტის აქტუალობა:მდ.ნოღელას მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ დაყრილი ნაგავი მღრღნელებისა და ბუზების გამრავლებას უწყობს ხელს, რაც ინფექციის გავრცელების მიზეზი ხდება,ასევე პოლიეთილენის პარკები და დაყრილი ნაგავი იწვევს მსხვილფეხა საქონლის დაღუპვას

4.პროექტის მიზნები:სკოლის მახლობლად,მდ.ნოღელას მიმდებარე მიმდებარე ტერიტორიის გადაქცევა სუფთა და მყუდრო დასასვენებელ ადგილად

5.მონაწილეთა ასაკი:მე–7 და მე–9 კლასის მოსწავლეები

6.ვადები/ხანგრძლივობა:22 მარტი–22 აპრილი

7.  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ა)პროექტის განხორციელების შედეგად სკოლის მახლობლად მდ.ნოღელას მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდება;ბ)სკოლის ირგვლივ მცხოვრებმოსახლეობასა და სკოლის მოსწავლეებს ეკოლოგიური აზროვნება ჩამოუყალიბდებათ;გ)მოსახლეობა რომელმაც გაითავისა ეკოლოგიური პრობლემა და მონაწილეობა მიიღო დასუფთავებაში,მას აღარ დაანაგვიანებს.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფორმატის ქაღალდები,ფოტოაპარატი,თოხი,ფოცხი,ცოცხი,საწვავი,ასანთი,ხელის ურიკა,კომპიუტერი

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):22 მარტი–შევკრებ მე–7 და მე–9 კლასის მოსწავლეებს,გავაცნობ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს.მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად. I ჯგუფს დაევალება მოსახლეობისა და სოფლის რწმუნებულის ინფორმირება,ამისათვის მათ უნდა დაამზადონ ფოტოსურათებით გაფორმებული საინფორმაციო ბუკლეტი,გაამრავლონ და მოსახლეობას დაურიგონ,შეხვდნენ სოფლის რწმუნებულს,გააცნონ პრობლემა და თხოვონ დახმარება.II ჯგუფს დაევალება ფართო საზოგადოების ინფორმირება–ისინი დაამზადებენ პლაკატს "დედამიწა ჩვენი სახლია" და განათავსებენ სოფლის საინფორმაციო დაფაზე;მოიძიებენ დასუფთავებისათვის საჭირო რესურსებს.23 მარტი–21 აპრილი.   22 აპრილს–დედამიწის დღეს მე–7 და მე–9 კლასის მოსწავლეები სოფლის მოსახლეობასთან ერთად დაასუფთავებენ მდ.ნოღელას მიმდებარე ტერიტორიას ნაგვისაგან.


10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნ.VII.3მოსწავლე ახასიათებს ეკოსისტემის კომპონენტებს და მათ შორის არსებულ კავშირებს–აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედების შესახებ,მსჯელობს შედეგებზე და გამოთქვამს მოსაზრებას პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ.ბუნ.IX.3.მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ–მოჰყავს ლოკალურ გარემოზე ადამიანის ზეგავლენის მაგალითები და გამოთქვამს ვარაუდს შესაძლო შედეგების შესახებ;გეგმავს(თანაკლასელებთან ერთად) ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებელ ღონისძიებას,ახორციელებს მას და შედეგებს წარადგენს ფართო აუდიტორიის წინაშე

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ირმა ჭანტურია,ქიმია–ბიოლოგიის მასწავლებელი

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:i.chanturia2011@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ichanturia.blogspot.com