Wednesday, October 19, 2011

კოცნით სიყვარული გადადის-შიდსი არა!


                                                                



1.პროექტის სახელწოდება:"კოცნით სიყვარული გადადის,შიდსი-არა!"

2.  პროექტის მთავარი იდეა(თემა): შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე-ეს არის შესაძლებლობა მოვახდინოთ საზოგადოების, მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების ყურადღების კონცენტრირება ამ პრობლემის ირგვლივ, გავაცნობიეროთ შიდსის საფრთხე, ვიზრუნოთ იმაზე რომ შიდსთან ბრძოლია საყოველთაო გახდეს.

3.  პროექტის აქტუალობა:შიდსის პრობლემა უმწვავესია მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ბოლო წლებში გამოვლინდა ინფიცირების ზრდის ტენდენცია.ბევრი ადამიანი არ არის ინფორმირებული შიდსის საფრთხის რეალობის შესახებ.ადგილი აქვს ინფიცირებულების დისკრიმინაციას.

4.პროექტის მიზნები:გეზათის მოსახლეობის და სოფლის მოსწავლეების ინფორმირება შიდსზე და  მის პრევენციაზე;

5. მონაწილეთა ასაკი:VII,VIII და IX კლასები

6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 ნოემბრიდან  1 დეკემბრის ჩათვლით

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: 
ა)პროექტის განხორციელების შედეგად ამაღლდება სოფლის მოსახლეობის და მოსწავლეების ცოდნის დონე ამ პრობლემის შესახებ;
ბ)საზოგადოება,რომელიც გაითავისებს ამ პრობლემას, გამოხატავს სოლიდარობას მათ მიმართ ვისაც შეეხო შიდსის ეპიდემია და პროტესტს აივ-ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,ფოტოაპარატი,ფორმატის და თაბახის ფურცლები  

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1 ნოემბერი-შევკრებ VII,VIII და IX კლასის მოსწავლეებს,გავაცნობ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს. მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად.მივცემ დავალებებს.
I ჯგუფს დაევალება სოფლის მოსახლეობისა და სკოლის მოსწავლეებისინფორმირების მიზნით საინფორმაციო ბუკლეტებისა და შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს-წითელი ლენტის დამზადება,მოიძიებენ საჭირო რესურსებს.
II ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას და მოამზადებს თემებს კონფერენციისათვის-''1 დეკემბერი-შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე."ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით დაამზადებენ პლაკატს "კოცნით სიყვარული გადადის, შიდსი- არა! " და განათავსებენ სოფლის საინფორმაციო დაფაზე.  2 ნოემბერი-30ნოემბერი.
  1დეკემბერს - შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს-გეზათის საჯარო სკოლაში შეიკრიბებიან  მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და სოფლის მოსახლეობის დაინტერესებული ნაწილი. მათ დაურიგდებათ წითელი ლენტები და საინფორმაციო ბუკლეტები. მოისმენენ იფორმაციას  შიდსზე და მის პრევენციაზე.
  
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
        ბიოლოგ.  VII. 1. მოსწავლე განარჩევს სიცოცხლის ძირითად ფორმებს და გამოვლინებებს
      . უშუალოდ დაკვირებით და/ან ექსპერიმენტულად სწავლობს მიკროორგანიზმების (მაგ. ვირუსი, ბაქტერია, საფუარი სოკო)  ცხოველქმედების თავისებურებებს (მაგ:.  პროდუქტის დამჟავება, დადუღება, ცომის აფუება, ზოგიერთი ვირუსული დაავადება), აჯგუფებს მათ ადამიანებისთვის სასარგებლო და საზიანო მოქმედების მიხედვით და წარმოადგენს დაკვირვების შედეგებს.

       ბუნ VIII.1. მოსწავლე აკავშირებს უჯრედის სტრუქტურას ფუნქციასთან
            . ილუსტრაციაზე ამოიცნობს ვირუსებს, პროკარიოტულ და ეუკარიოტულ უჯრედებს და ასახელებს მათ ძირითად განმასხვავებელ ნიშნებს.

     ბუნ. IX. 1. მოსწავლე მსჯელობს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთი ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების შესახებ.
     .მოიპოვებს ინფორმაციას ორგანიზმის დაცვით ( მაგ. კანი, ლორწოვანი გარსები, ღვიძლი, ტემპერატურის მატება, ფაგოციტები) შესაძლებლობის შესახებ და ვარაუდობს მათი დარღვევის შედეგებს.

11.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირმა ჭანტურია, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი

12.  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: i.chanturia2011@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: ichanturia.blogspot.com