Wednesday, December 7, 2011

      1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს,  გეზათის საჯარო სკოლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრამ დაასრულა პროექტი: "კოცნით სიყვარული გადადის, შიდსი-არა!"
      პროექტის განხორციელება დაიწყო 1 ნოემბერს. პროექტში მონაწილეობდნენ VII, VIII  და  IX კლასის მოსწავლეები. მათ გაინაწილეს დავალებები: VII კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს წითელი ლენტები-შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლო, VIII კლასის მოსწავლეებმა შეადგინეს საინფორმაციო ბუკლეტები, IX კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები შიდსის შესახებ, გამოუშვეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს დიაგრამები.
 პროექტის ფარგლებში, ბოლო დღეს ჩატარდა კონფერენცია თემაზე-" 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე". კონფერენციას დაესწრო გეზათის სკოლის პედაგოგები, მშობლები და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. პროექტში იყო მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა. კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა.