1.პროექტის სახელწოდება:"კოცნით სიყვარული გადადის,შიდსი-არა!"
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა): შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე-ეს არის შესაძლებლობა მოვახდინოთ საზოგადოების, მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების ყურადღების კონცენტრირება ამ პრობლემის ირგვლივ, გავაცნობიეროთ შიდსის საფრთხე, ვიზრუნოთ იმაზე რომ შიდსთან ბრძოლია საყოველთაო გახდეს.
3. პროექტის აქტუალობა:შიდსის პრობლემა უმწვავესია მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ბოლო წლებში გამოვლინდა ინფიცირების ზრდის ტენდენცია.ბევრი ადამიანი არ არის ინფორმირებული შიდსის საფრთხის რეალობის შესახებ.ადგილი აქვს ინფიცირებულების დისკრიმინაციას.
4.პროექტის მიზნები:გეზათის მოსახლეობის და სოფლის მოსწავლეების ინფორმირება შიდსზე და მის პრევენციაზე;
5. მონაწილეთა ასაკი:VII,VIII და IX კლასები
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ა)პროექტის განხორციელების შედეგად ამაღლდება სოფლის მოსახლეობის და მოსწავლეების ცოდნის დონე ამ პრობლემის შესახებ;ბ)საზოგადოება,რომელიც გაითავისებს ამ პრობლემას, გამოხატავს სოლიდარობას მათ მიმართ ვისაც შეეხო შიდსის ეპიდემია და პროტესტს აივ-ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,ფოტოაპარატი,ფორმატის და თაბახის ფურცლები
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1 ნოემბერი-შევკრებ VII,VIII და IX კლასის მოსწავლეებს,გავაცნობ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს. მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად.მივცემ დავალებებს.I ჯგუფს დაევალება სოფლის მოსახლეობისა და სკოლის მოსწავლეებისინფორმირების მიზნით საინფორმაციო ბუკლეტებისა და შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს-წითელი ლენტის დამზადება,მოიძიებენ საჭირო რესურსებს.
II ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას და მოამზადებს თემებს კონფერენციისათვის-''1 დეკემბერი-შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე."ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით დაამზადებენ პლაკატს "კოცნით სიყვარული გადადის, შიდსი- არა! " და განათავსებენ სოფლის საინფორმაციო დაფაზე. 2 ნოემბერი-30ნოემბერი.
1დეკემბერს - შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს-გეზათის საჯარო სკოლაში შეიკრიბებიან მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და სოფლის მოსახლეობის დაინტერესებული ნაწილი. მათ დაურიგდებათ წითელი ლენტები და საინფორმაციო ბუკლეტები. მოისმენენ იფორმაციას შიდსზე და მის პრევენციაზე.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლოგ. VII. 1. მოსწავლე განარჩევს სიცოცხლის ძირითად ფორმებს და გამოვლინებებს. უშუალოდ დაკვირებით და/ან ექსპერიმენტულად სწავლობს მიკროორგანიზმების (მაგ. ვირუსი, ბაქტერია, საფუარი სოკო) ცხოველქმედების თავისებურებებს (მაგ:. პროდუქტის დამჟავება, დადუღება, ცომის აფუება, ზოგიერთი ვირუსული დაავადება), აჯგუფებს მათ ადამიანებისთვის სასარგებლო და საზიანო მოქმედების მიხედვით და წარმოადგენს დაკვირვების შედეგებს.
ბუნ VIII.1. მოსწავლე აკავშირებს უჯრედის სტრუქტურას ფუნქციასთან
. ილუსტრაციაზე ამოიცნობს ვირუსებს, პროკარიოტულ და ეუკარიოტულ უჯრედებს და ასახელებს მათ ძირითად განმასხვავებელ ნიშნებს.
ბუნ. IX. 1. მოსწავლე მსჯელობს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთი ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების შესახებ.
.მოიპოვებს ინფორმაციას ორგანიზმის დაცვით ( მაგ. კანი, ლორწოვანი გარსები, ღვიძლი, ტემპერატურის მატება, ფაგოციტები) შესაძლებლობის შესახებ და ვარაუდობს მათი დარღვევის შედეგებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირმა ჭანტურია, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: i.chanturia2011@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: ichanturia.blogspot.com
No comments:
Post a Comment